Friday, 17 October 2008

ეკლესია და მათემატიკა



  1. პროექტის სახელი: მათემატიკური გაანგარიშებები ქართული ეკლესიების მშენებლობაში
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეისწავლიან გეომეტრიულ ფიგურებს ახლომდებარე ეკლესიის მაგალითზე
  3. პროექტის სრული აღწერა: პროექტი გამიზნულია გეომეტრიის იმ ნაწილის შესასწავლად, სადაც შეისწავლება ბრტყელი ფიგურები . მისი მიზანია მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება. აღნიშნული კლასის მოსწავლეები (შესაძლებელია პროექტშო მონაწილეობა მიიღონ მესამე საფეხურის მოსწავლეებმაც) ეკლესიის, როგორც არქიტექტურის და ხელოვნების ნიმუშის შექმნას შესძლებენ. მათთვის ცნობილი ყოფითი დანიშნულების ფიგურების ნახაზსს შეადგენენ. შეიქმნება ეკლესიის მაკეტი. ფიგურების ნახაზების მიხედვით შეიქმნება მოდელები. მოსწავლეები შესძლებენ მოძებნონ გარკვეული კავშირი გარემომცველ ობიექტებს და სიმეტრიულ ობიექტებს შორის. დაგეგმილია მოცემული კონკრეტული ახლომდებარე ეკლესიის მაგალითზე შეიქმნას ბუკლეტი და ჩატარდეს მრავალმხრივი კვლევა.
  4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: VII, VIII, IX
  5. პროექტის ვადები/ხანგრძლივობა: უვადო
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მუშაობა ჯგუფებში
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბრტყელ და სივრცით ფიგურებს, კომპიუტერულ გრაფიკებს, ფოტოგალერეას. ამყარებენ ურთიერთობებს სხვა სკოლის მოსწავლეებთან და იქმნება სკოლების ქსელი
  8. სარგებელი სხვებისთვის: გეომეტრიული ფიგურების შესწავლა ეკლესიის ნაგებობების გამოყენებით
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ??
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თინიკო კობიაშვილი; მაია ჯავახიშვილი
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: bansula@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1ea1473e
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.matematika-eklesia.blogspot.com